საკუთარი კაპიტალის ღირებულება
საკუთარი კაპიტალის ღირებულება – Cost of Equity – უკუგება, რომელსაც მოითხოვს ინვესტორი ან კომპანია მის მიერ
განსახორციელებელი ინვესტიციისა თუ პროექტის სანაცვლოდ. საკუთარი კაპიტალის ღირებულება გვიჩვენებს, რამხელა უკუგებას
მიიღებს სუბიექტი იმავე რისკის მქონე საუკეთესო ალტერნატივაში ინვესტირებით, შესაბამისად, ეს სიდიდე ეხმარება სუბიექტს,
შეაფასოს, რამდენად მისაღებია მისთვის მოცემული პოტენციური ინვესტიცია. საკუთარი კაპიტალის ღირებულება გამოითვლება როგორც კაპიტალური აქტივების შეფასების (CAPM), ასევე დივიდენდის კაპიტალიზაციის მოდელით.