სარგებლიანობის მრუდი

სარგებლიანობის მრუდიYield Curve − XY კოორდინატთა სიბრტყეზე ასახული კავშირი ერთი და იმავე საკრედიტო ხარისხის მქონე ობლიგაციების ნარჩენ ვადიანობებსა და შესაბამის სარგებელს შორის, რომელიც ინვესტორმა ვადის გასვლამდე უნდა მიიღოს. არსებობს სარგებლიანობის მრუდის სამი ძირითადი ფორმა: ნორმალური, შებრუნებული და ბრტყელი. ნორმალური სარგებლიანობის მრუდი ზრდადია და მიუთითებს, რომ მომავალში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების ზრდა; შებრუნებული სარგებლიანობის მრუდი კლებადია და მიუთითებს, რომ მომავალში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების კლება; ბრტყელი სარგებლიანობის მრუდი მიუთითებს, რომ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ობლიგაციების განაკვეთებს შორის უმნიშვნელო განსხვავებებია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *