სატრანსფერო ფასწარმოქმნა
სატრანსფერო ფასწარმოქმნა – Transfer Pricing − ოპერაციების შეფასების პრინციპი, რომელიც გულისხმობს, დაკავშირებულ მხარეებს შორის ბიზნესის ტრანზაქციების საბაზრო ღირებულებით შეფასებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ამ პრინციპის დაცვა სავალდებულოა საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ დაკავშირებულ მხარეებს შორის ოპერაციებისას, ასევე რეზიდენტი საწარმოს ყველა ისეთი ტრანზაქციისას, რომელშიც ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კონტრაგენტი მონაწილეობს.