საფასო ელასტიკურობა
საფასო ელასტიკურობა − Price Elasticity – საქონლისა თუ მომსახურების ფასის ცვლილებაზე მომხმარებლის რეაგირების ხარისხი. როდესაც ფასის მცირე ცვლილებით მოხმარებული საქონლისა თუ მომსახურების რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლება, ვიტყვით, რომ პროდუქტი ფასის მიმართ ელასტიკურობით გამოირჩევა.