საშუალო შეწონილი ღირებულების მეთოდი

საშუალო შეწონილი ღირებულების მეთოდი – Average Cost Method/Weighted Cost Method – მეთოდი, რომელიც გამოიყენება მარაგების ღირებულების გასაანგარიშებლად. მარაგების ღირებულება გამოითვლება მარაგების ერთეულთა რაოდენობის ნამრავლით ერთეულის საშუალო შეწონილ ღირებულებაზე. ერთეულის საშუალო შეწონილი ღირებულება კი მიიღება გასაყიდად ხელმისაწვდომი მარაგების თვითღირებულების გაყოფით მათივე რაოდენობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *