სვოპის/გადაცვლის განაკვეთი
სვოპის/გადაცვლის განაკვეთი – Swap Rate − საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იხდის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადამხდელი მხარე და მოითხოვს გაცვლის მეორე მხარე იმ გაურკვევლობის სანაცვლოდ, რომელიც მოკლევადიანი მცურავი საპროცენტო განაკვეთის გადახდას ახლავს თან. მაგალითად, ინვესტორ „ა“-ს აქვს სესხი ფიქსირებული 5%-იანი საპროცენტო განაკვეთის პირობით და ინვესტორ „ბ“-ს აქვს სესხი მცურავი საპროცენტო განაკვეთის პირობით, რომელიც მიბმულია თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR), რომელიც ივარაუდება, რომ წლის ბოლოს დაახლოებით 5% იქნება. თუ აღნიშნული ინვესტორები შეთანხმდებიან საპროცენტო განაკვეთების სვოპზე, მაშინ ინვესტორი „ა“ მოითხოვს განსაზღვრულ ფიქსირებულ პროცენტს, კერძოდ, 5%-ს, ინვესტორი „ბ“ კი მიიღებს წლის ბოლოს არსებული TIBR-ის შესაბამის პროცენტს. სწორედ ამ ფიქსირებულ 5%-ს უწოდებენ გადაცვლის განაკვეთს.