სპეკულატორი
სპეკულატორი – Speculator − პირი, რომელიც ყიდულობს აქტივს და ცდილობს, დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რისკის ფასად სარგებლის მიღებას. მაგალითად, თუ ინდივიდი იყიდის სახლს, გაარემონტებს და 2 თვეში მოგებით გაყიდის, იგი სპეკულატორად შეიძლება ჩაითვალოს. სპეკულატორები ცდილობენ მომავალი ფასების განჭვრეტას და ამით მოგების მიღებას. მაგალითად, თუ კომპანია ხანმოკლე პერიოდით ყიდულობს ობლიგაციებს, რადგან მოელის ამ ობლიგაციების ფასის ზრდას და ფასის ზრდისთანავე ყიდის მათ, ეს კომპანიაც სპეკულატორად ჩაითვლება.