სტანდარდ ენდ ფუარს 500-ის ინდექსი

სტანდარდ ენდ ფუარს 500-ის ინდექსი – The S&P 500 Index: Standard & Poor’s 500 Index − 500 წამყვანი საჯაროდ მოვაჭრე ამერიკული კომპანიის აქციების ინდექსი, რომელიც შეწონილია ამ კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციით. ინდექსში შემავალი კომპანიების სია ზუსტად არ ემთხვევა ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე 500 ამერიკულ კომპანიას, ვინაიდან ინდექსი, საბაზრო კაპიტალიზაციის გარდა, სხვა კრიტერიუმებსაც ითვალისწინებს. სტანდარდ ენდ ფუარს 500-ის ინდექსი გადმოსცემს აშშ-ის საფონდო ბაზრის მდომარეობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *