უიმედო ვალი
უიმედო ვალი – Bad Debt – ხარჯი, რომელსაც კომპანია აღიარებს მაშინ, როდესაც მოსალოდნელია, რომ კლიენტზე წინა პერიოდში გაცემული ვალდებულების ნაშთის დაფარვა აღარ მოხდება მომდევნო პერიოდში. უიმედო ვალის გამოსათვლელად საჭიროა უიმედო ვალების ტენდენციის განსაზღვრა, კომპანიის საქმიანობიდან ან ბაზრის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. შემდეგ კი სავაჭრო მოთხოვნების იმ ნაწილის გამოთვლა, რომელიც აღირიცხება უიმედო ვალად.