უკუგება აქტივებზე
უკუგება აქტივებზე – Return on Assets (ROA) − ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანად იყენებს ბიზნესსუბიექტი საკუთარ აქტივებს მოგების მისაღებად. უკუგება აქტივებზე გამოითვლება კომპანიის წმინდა მოგების შეფარდებით მის საშუალო აქტივებთან. რაც უფრო მაღალია აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტიანად იყენებს კომპანია საკუთარ აქტივებს.