უკუგება გამოყენებულ კაპიტალზე
უკუგება გამოყენებულ კაპიტალზე – Return on Capital Employed (ROCE) − ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ მიღებულ უკუგებას ინვესტირებული კაპიტალის თითოეულ ერთეულზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით მეტია თითოეული ერთეული გამოყენებული კაპიტალის მიერ გამომუშავებული მოგება და, შესაბამისად, მით უფრო ეფექტიანად იყენებს კომპანია კაპიტალში დაბანდებულ რესურსებს. უკუგება გამოყენებულ კაპიტალზე გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
ROCE=საოპერაციო მოგება/(მთლიანი აქტივები–მიმდინარე ვალდებულებები)