უკუგება წმინდა აქტივებზე
უკუგება წმინდა აქტივებზე – Return On Net Assets − ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს ორგანიზაციის მომგებიანობაზე, წმინდა აქტივებთან მიმართებით. გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
უკუგება წმინდა აქტივებზე=წმინდა მოგება/(ძირითადი საშუალება+წმინდა საბრუნავი კაპიტალი)
კოეფიციენტი გამოიყენება იმის შესაფასებლად, რამდენად ეფექტიანად იყენებს მენეჯმენტი ორგანიზაციის აქტივებს. რაც უფრო მაღალია უკუგება წმინდა აქტივებზე, მით უფრო ეფექტიანად იყენებს მენეჯმენტი აქტივებს.