უკუგების განაკვეთი
უკუგების განაკვეთი – Rate of Return (RoR) − საზომი, რომელიც გვიჩვენებს ინვესტიციის საწყისი თანხის რამდენ პროცენტს იღებს ინვესტორი სარგებლის ან ზარალის სახით. უკუგების განაკვეთი გამოითვლება ინვესტიციიდან სარგებლის ან ზარალის სახით მიღებული ფულადი ნაკადების შეფარდებით ინვესტიციის საწყის მოცულობასთან. მაგალითად, თუ სუბიექტმა შეიძინა აქცია 100 დოლარად, აქციის ფლობის პერიოდში დივიდენდებად მიიღო ჯამში 20 დოლარი, ხოლო შემდგომ აქცია გაყიდა 115 დოლარად, ინვესტორის უკუგების განაკვეთი გამოითვლება დივიდენდად მიღებული თანხისა და აქციის გაყიდვიდან მიღებული სარგებელის ჯამის შეფარდებით აქციის საწყის ღირებულებასთან:
უკუგების განაკვეთი=(20+115−100)/100=35/100=35%