უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი

უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი – Accounting Rate of Return (ARR) – კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, საშუალოდ, რამდენ პროცენტიან უკუგებას უნდა ელოდეს მოცემული აქტივის მფლობელი აქტივით სარგებლობის განმავლობაში. იგი გამოითვლება ფორმულით:

   უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი=წლიური საშუალო წმინდა მოგება/ინვესტიციის საწყისი ღირებულება

კოეფიციენტი არ ითვალისწინებს ფულის დროში ღირებულებას და პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან ფულად
ნაკადს. უკუგების სააღრიცხვო განაკვეთი, ძირითადად, გამოიყენება საინვესტიციო პროექტების მომგებიანობის შესადარებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *