ფინანსური მოდელირება
ფინანსური მოდელირება – Financial Modeling – ფინანსური მოდელის შექმნის პროცესი. თავად ფინანსური მოდელი არის ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ორგანიზაციის სამომავლო ფინანსური შედეგების პროგნოზირება და რომელიც ჩაშენებულია ზოგიერთ პროგრამაში, მაგალითად, MS Excel-ში. პროგნოზირება, როგორც წესი, ისტორიულ ფინანსურ მონაცემებსა და სხვადასხვა დაშვებაზე დაყრდნობით ხდება და მოიცავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგებისა და სხვა უწყისების მომზადებას. ამ უწყისების გამოყენებით კი შესაძლებელია დისკონტირებული ფულადი ნაკადებისა და სხვა სახის (მაგალითად, სენსიტიურობის/მგრძნობელობის) ანალიზის
ჩატარება. ფინანსური მოდელი გამოიყენება ფინანსური ანალიზისთვის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად ორგანიზაციის შიგნით ან მის გარეთ.