ფინანსური უწყისები

ფინანსური უწყისები – Financial Statements – კომპანიის მენეჯმენტის მიერ მომზადებული უწყისები, რომლებიც წარმოადგენს მოცემული საწარმოს ფინანსურ მაჩვენებლებსა და პოზიციას დროის გარკვეულ მომენტში. ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშგებებია:

1) ფინანსური მდგომარეობის უწყისი, რომელშიც წარმოდგენილია კომპანიის აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის ღირებულება მოცემული პერიოდის ბოლოსთვის;

2) მოგება-ზარალის უწყისი, რომელშიც წარმოდგენილია კომპანიის შემოსავლები და ხარჯები, მათი სხვაობით კი დადგენილია კომპანიის მოცემული პერიოდის განმავლობაში მიღე­ბული მოგება/ზარალი;

3) ფულადი ნაკადების უწყისი, რომელშიც წარმოდგენილია კომპანიაში შემოსული და კომპანიიდან გასული ფულადი სახსრების
და მათი ეკვივალენტების მოცულობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *