ფიუჩერსული გარიგება
ფიუჩერსული გარიგება – Futures Contract – იურიდიული შეთანხმება კონკრეტული სასაქონლო აქტივის ან ფასიანი ქაღალდის ყიდვის/გაყიდვის შესახებ წინასწარ განსაზღვრულ ფასად მომავალში განსაზღვრულ დროს. ფიუჩერსულ გარიგებაში შესვლით გამყიდველი იღებს ვალდებულებას, მიაწოდოს განსაზღვრული საქონელი ან ფინანსური ინსტრუმენტი განსაზღვრულ ადგილსა და განსაზღვრულ დროში კონტრაქტის შედგენის თარიღით დადგენილი ფასით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, იყიდოს შეთანხმების საგანი წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ასეთი გარიგებები მომავალში ფასის ცვალებადობის დაზღვევის ან სარგებლის მიღების კარგი ინსტრუმენტია. თუმცა, მეორე მხრივ, გარიგების რისკი საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ფიუჩერსული გარიგების ვადის
გასვლის შემდეგ ანგარიშსწორება სავალდებულოა. ფიუჩერსული გარიგების მაგალითია საწვავის გამყიდველსა და მყიდველს
შორის დადებული კონტრაქტი, რომელიც ამ უკანასკნელს აძლევს შესაძლებლობას, მომავალში ხელშეკრულებაში განსაზღვრულ
ფასად შეიძინოს გარკვეული რაოდენობის საწვავი.