ფორს-მაჟორი
ფორს-მაჟორი – Force Majeure − გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელიც მხარეებისგან დამოუკიდებლად დადგა და რომლის წინასწარ გათვლაც შეუძლებელი იყო. გარიგებებში ხშირად არის გათვალისწინებული მუხლი, რომელიც მხარეებს, ფორს-მაჟორის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.