ფულის აკრეფის პერიოდი

ფულის აკრეფის პერიოდი – Days Sales Outstanding (DSO) – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც მიანიშნებს, საშუალოდ,
რამდენი დღე სჭირდება კომპანიას კრედიტში განხორციელებული გაყიდვებიდან ფულის ამოსაღებად. გამოითვლება შემდეგი
ფორმულით:

ფულის აკრეფის პერიოდი=365 დღე*სავაჭრო მოთხოვნების საშუალო ღირებულება/კრედიტში გაყიდვების ჯამური ღირებულება

კოეფიციენტი გამოიყენება ორგანიზაციის ფულადი ნაკადების შესაფასებლად. მაგალითად, თუ ფულის აკრეფის პერიოდი ხანგრძლივია ან მკვეთრად იზრდება, შესაძლოა, ეს მიანიშნებდეს, რომ გაყიდვებიდან რეალური ფულადი სახსრების მიღება პრობლემურია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *