ფულის დაბრუნების პერიოდი

ფულის დაბრუნების პერიოდი – Cash Conversion Cycle (CCC) –  დღეების რაოდენობა, რომელიც სჭირდება კომპანიას მარაგების შესაძენად გადახდილი თანხის ამ მარაგის შემდგომი რეალიზაციიდან უკან მისაღებად. აღნიშნული მაჩვენებელი უკავშირდება ფულადი ნაკადების მიმოსვლას. იგი გამოითვლება მარაგების გაყიდვისთვის საჭირო დღეების რაოდენობის (DIO) დამატებით ვალის ამოღების დღეების რაოდენობაზე (DSO) და ამ ჯამისთვის ვალის გადახდის დღეების რაოდენობის (DPO) გამოკლებით. მაგალითად, თუ კომპანია მარაგს შეძენიდან გაყიდვამდე, საშუალოდ, 20 დღე ინახავს (DIO=20), შეძენასთან დაკავშირებულ სავაჭრო ვალდებულებას, საშუალოდ, 10 დღეში იხდის (DPO=10) და გაყიდვასთან დაკავშირებულ სავაჭრო მოთხოვნას, საშუალოდ, 15 დღეში იღებს, ფულის დაბრუნების პერიოდი, ანუ დღეების რაოდენობა მარაგის შესაძენად თანხის გადახდიდან მისი რეალიზაციიდან თანხის მიღებამდე, იქნება 20+10−15=15.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *