ქოლ ოფციონი/გამოსყიდვის უფლება
ქოლ ოფციონი/გამოსყიდვის უფლება – Call Option – ფინანსური კონტრაქტი, რომელიც მყიდველს აძლევს უფლებას, იყიდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივი ან ფინანსური ინსტრუმენტი წინასწარ განსაზღვრულ ფასად, წინასწარ განსაზღვრულ თარიღამდე. გამოსყიდვის უფლება ხშირად გამოიყენება აქციების შესაძენად. მაგალითად, ბაზარზე შეიძლება იყიდებოდეს ოფციონი, რომელიც მყიდველს შესაძლებლობას აძლევს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში იყიდოს კომპანიის აქცია 100 ფულად ერთეულად. იმ შემთხვევაში, თუ აქციის ფასი გადააჭარბებს 100-ს, უფლების მფლობელი იყიდის აქციას 100-ად და ნახავს სარგებელს. თუ აქციის ფასი იქნება 100-ზე ნაკლები, მაშინ უფლების მფლობელი არ გამოისყიდის აქციას.