ქსელური მარკეტინგი
ქსელური მარკეტინგი − Network Marketing – ბიზნესმოდელი, რომლის ფარგლებშიც პროდუქტის მიწოდება მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე დისტრიბუტორთა ქსელის გამოყენებით ხორციელდება. ქსელური მარკეტინგი ეფუძნება პერსონალური გაყიდვების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, გამყიდველი (დისტრიბუტორთა ქსელის წევრი) საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ცდილობს დაარწმუნოს მყიდველი (მომხმარებელი), შეიძინოს კონკრეტული პროდუქტი.