ქცევის გაუარესება

ქცევის გაუარესება − Moral Hazard – სიტუაცია, რომელიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში შემავალ ერთ-ერთ მხარეს შეუძლია (არაკეთილსინდისიერად) ისარგებლოს ფინანსური გარიგებით ან შექმნილი ვითარებით, რადგან იცის, რომ ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა რისკი და მათ მიერ გამოწვეული შედეგი მეორე მხარეს დაეკისრება. ამავდროულად, მეორე მხარე აცნობიერებს პირველის უპირატესობას და თანახმაა გარიგების დადებაზე. ქცევის გაუარესების მაგალითები ხშირია სადაზღვევო ინდუსტრიაში, როდესაც სადაზღვევო კომპანია საკუთარ თავზე იღებს დაზღვეული რისკებით გამოწვეული შედეგების ანაზღაურებას. მაგალითად, მანქანის მფლობელმა შეიძლება უფრო თამამად იმოძრაოს გადაჭარბებული სიჩქარით, რადგან აქვს განცდა, რომ ავარიის
შემთხვევაში მანქანაზე მიყენებულ ზიანს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *