ძირითადი საშუალებების ბრუნვა
ძირითადი საშუალებების ბრუნვა – Fixed Asset Turnover Ratio – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად
ეფექტიანად იყენებს კომპანია ძირითად საშუალებებს გაყიდვების გენერირების პროცესში. მოცემული მაჩვენებელი გამოითვლება
შემდეგი ფორმულით:
ძირითადი საშუალებების ბრუნვა=წმინდა გაყიდვები/ძირითადი აქტივების საშუალო წმინდა ღირებულება
რაც უფრო მაღალია კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტიანად მოიხმარს კომპანია ძირითად საშუალებებს.