ძირითადი საშუალებები
ძირითადი საშუალებები − Property, Plant, and Equipment (PP&E) – 1 წელზე მეტი სასიცოცხლო ვადის მქონე მატერიალური აქტივები,
რომელთაც საწარმო იყენებს წარმოებაში, მომსახურეობაში, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის. ძირითადი საშუალებები შეიძლება იყოს შენობა, აღჭურვილობა, მანქანა-დანადგარები, მიწა. ძირითადი საშუალებები მოცემულია საბალანსო ანგარიშგების გრძელვადიანი აქტივების ნაწილში.
