წმინდა ფულადი სახსრები
წმინდა ფულადი სახსრები − Net Cash – რიცხვითი მონაცემი, რომელიც გამოითვლება კომპანიის ხელთ არსებული ჯამური ფულისთვის ჯამური ვალდებულებების გამოკლებით. აღნიშნული მაჩვენებელი აღწერს, რამხელა ფულადი სახსრები დარჩება კომპანიას ვალდებულებების სრულად დაფარვის შემთხვევაში და აქტიურად გამოიყენება კომპანიის ლიკვიდურობის შესაფასებლად.