ხარის ბაზარი
ხარის ბაზარი – Bull Market – სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე, როდესაც მათი ფასები ზრდისკენაა მიმართული. ხარის ბაზარი ხასიათდება აქციების ფასების 20%-იანი ან მეტი ზრდით, რომელსაც ინვესტორების მტკიცე პოზიტიური მოლოდინები იწვევს. ხშირად ბაზრის ასეთი მდგომარეობა ეკონომიკური ბუმის ფაზაში გადასვლის ინდიკატორია.