Annuity
Annuity – ანუიტეტი – კონტრაქტი, რომელიც მფლობელისთვის უზრუნველყოფს ფიქსირებულ შემოსავალს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. მოცემული კონტრაქტის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით ან გადახდების სერიით, რომელთა შედეგად, დაუყოვნებლივ ან კონკრეტული თარიღიდან დაწყებული, მფლობელი მიიღებს რეგულარულ ფულად ნაკადებს. ანუიტეტი ხშირად გამოიყენება ფიზიკური პირების მიერ სამომავლო შემოსავლების უზრუნველსაყოფად, მაგალითად, პენსიის სახით.