Average Annual Growth Rate (AAGR)
Average Annual Growth Rate (AAGR) – საშუალო წლიური ზრდის ტემპი – ფულადი ნაკადების, საინვესტიციო პორტფელის ან/და აქტივის ღირებულების საშუალო წლიური მატება/კლება. საშუალო წლიური ზრდის ტემპი გამოითვლება ყოველი წლის ზრდის ტემპის არითმეტიკული საშუალოს მეშვეობით. ეს მაჩვენებელი ფართოდ გამოიყენება კომპანიის განვითარების გრძელვადიანი
ტენდენციის ანალიზისას, ვინაიდან იგი მკაფიოდ განსაზღვრავს დროთა განმავლობაში გამოწვეულ ცვლილებებს ეკონომიკურ საქმიანობებში. თუმცა საშუალო წლიური ზრდის ტემპი არ მოიცავს ინვესტიციებზე ისეთი რისკების საზომს, როგორებიცაა აქციის
ფასების ცვალებადობა.