Average Collection Period
Average Collection Period − ფულის აკრეფის პერიოდი – რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, საშუალოდ, რამდენ დღეში იღებს
კომპანია კრედიტით გაყიდვიდან/მომსახურებიდან წარმოშობილ თანხებს. იგი გამოითვლება დროის კონკრეტულ პერიოდში
სავაჭრო მოთხოვნების შეფარდებით საშუალო დღიურ გაყიდვებთან. მოცემული კოეფიციენტი კომპანიის მიერ ფულადი ნაკადების მართვის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ კოეფიციენტი მაღალია, ეს მიუთითებს, რომ კომპანიას დიდი
დრო სჭირდება კუთვნილი ფულადი სახსრების მისაღებად და, შესაძლოა, შეექმნას ფულად ნაკადებთან დაკავშირებული პრობლემები.