Beta

Beta – ბეტა – კოეფიციენტი, რომელიც ზომავს ფასიანი ქაღალდების, აქციების ან/და პორტფელის სისტემატურ რისკსა და მათი უკუგების ცვალებადობას ბაზრის საშუალო უკუგების მიმართ. ბეტას გამოსათვლელად გამოიყენება დაშვება, რომ კომპანიის აქციის
ფასის ცვლილებასა და ბაზრის ცვლილებას შორის წრფივი დამოკიდებულებაა. მაგალითად, თუ ცნობილია, რომ ბაზარი
იზრდებოდა 10%-ით, ხოლო კომპანიის აქციის ფასი – 15%-ით, მაშინ ბეტა არის 1.5 (15%/10%).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *