Blockchain
Blockchain – ბლოკჩეინი – ინფორმაციის დაშიფვრისა და შენახვის ციფრული ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს მუდმივად მზარდ, დეცენტრალიზებულ, ნაწილებად (ბლოკებად) დაყოფილი ბაზების საცავს. ბლოკჩეინი მონაცემების შენახვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და საიმედო გზად ითვლება, რადგან მისი გატეხვა თითქმის შეუძლებელია, უსაფრთხოებას უშუალოდ სისტემა განაპირობებს და არა მესამე პირი. ბლოკჩეინის ტექნოლოგია ყველაზე აქტიურად კრიპტოვალუტების სისტემებში გამოიყენება.