Compound Annual Growth Rate (CAGR)
Compound Annual Growth Rate (CAGR) – დაგროვებითი წლიური ზრდის ტემპი – განსაზღვრული პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს შორის ინვესტიციის ღირებულების ყოველწლიური, საშუალო ზრდის/კლების მაჩვენებელი იმ დაშვებით, რომ ხდება გენერირებული მოგების პროექტში რეინვესტირება. დაგროვებითი წლიური ზრდის ტემპის გამოსათვლელად საჭიროა ინვესტიციის საწყისი და საბოლოო ღირებულების ცოდნა და შემდეგ ამ ორ ღირებულებას შორის არსებული პროცენტული ცვლილებიდან კვადრატული ფესვის ამოღება პერიოდების რაოდენობის ტოლი ფუძით. მაგალითად, თუ აქციის ფასი 2017 წელს იყო $90, 2018 წელს – $70, 2019 წელს – $140, ხოლო 2020 წელს – $150, მაშინ რთული წლიური ზრდის ტემპი იქნება შემდეგი: ((150−90)^(1/3)−1)≈18.56%. მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ რთული წლიური ზრდის ტემპი არ მოიცავს ინვესტიციის ღირებულების მერყეობის რისკს საწყის
და საბოლოო პერიოდებს შორის.