Contribution Margin

Contribution Margin – კონტრიბუციის მარჟა – კომპანიის შემოსავლების ნაწილი, რომელიც რჩება ცვლადი ხარჯების გასტუმრების შემდეგ, ფიქსირებული ხარჯების დაფარვამდე. კონტრიბუციის მარჟა შეიძლება დაანგარიშდეს როგორც მთლიანი შემოსავლისთვის, ისე ინდივიდუალური პროდუქტის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებისთვის. დაბალი ან უარყოფითი კონტრიბუციის მარჟა იმის მაჩვენებელია, რომ კონკრეტული პროდუქტი ან ბიზნესი მომგებიანი არ არის (ან წამგებიანია). ყველაზე ხშირად კონტრიბუციის მარჟა სწორედ ამგვარი პროდუქტებისა და წარმოების ხაზების იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *