Effective interest rate

Effective interest rate – ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – უკუგება ინვესტიციაზე, რომლისთვისაც სარგებლის მიღება ხორციელდება წელიწადში რამდენჯერმე. იგი ასევე შეიძლება იყოს სესხზე (ან სხვა მსგავს ვალდებულებაზე) გაწეული საპროცენტო
ხარჯი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამომდინარეობს ნომინალური საპროცენტო განაკვეთიდან, თუმცა განსხვავდება დარიცხვის სიხშირით. რაც უფრო მეტია წელიწადში გადახდების რაოდენობა, მით მეტია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. მის
გამოსათვლელად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი=(1+ნომინალური საპროცენტო განაკვეთი/წელიწადში გადახდების რაოდენობა)^წელიწადში გადახდების რაოდენობა–1

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *