Face Value
Face Value – ნომინალური ღირებულება – ფასიანი ქაღალდის ღირებულება, რომელიც დაწესებულია გამომშვების მიერ. მაგალითად, ობლიგაციების შემთხვევაში, ნომინალური ღირებულება არის თანხა, რომელსაც ობლიგაციის გამომშვები ორგანიზაცია გადაიხდის ობლიგაციის ვადის გასვლის შემდეგ. ნომინალური ღირებულება შესაძლოა განსხვავდებოდეს საბაზრო ღირებულებისაგან. მაგალითად, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული 5 ლარიანი საკოლექციო მონეტის ნომინალური ღირებულება 5 ლარია, თუმცა მისი საბაზრო ღირებულება შესაძლოა 100 ლარიც კი იყოს. საბაზრო და ნომინალური ღირებულება იმ
შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუ ბაზარი უფრო ძვირად ან უფრო იაფად აფასებს ფასიან ქაღალდს, ვიდრე მისი
ნომინალური ღირებულებაა.