Foreign Direct Investment (FDI)

Foreign Direct Investment (FDI) – პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – ინვესტიციის ტიპი, რომელიც ქვეყანაში შემოედინება ქვეყნის
გარეთ არსებული წყაროდან და წარმოადგენს ინვესტორის მიერ მასპინძელ ეკონომიკაში გრძელვადიანი ინტერესით კაპიტალდაბანდებას. გრძელვადიანი ინტერესი გულისხმობს გრძელვადიანი ურთიერთობის არსებობას ინვესტორსა და
საინვესტიციო საწარმოს/ქვეყანას შორის, აგრეთვე ინვესტორის მნიშვნელოვან ზეგავლენას საინვესტიციო საწარმოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მაგალითად, თუ თურქული კომპანია საქართველოში ჩადებს კაპიტალს და დააფუძნებს ტანსაცმლის ფაბრიკას, საქართველოსთვის ეს მოვლენა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *