Money Supply – M1, M2, M3

Money Supply – M1, M2, M3 − ფულის მასა – M1, M2, M3 აგრეგატები – მოცემული თარიღისთვის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული
ეროვნული ვალუტა და სხვა ლიკვიდური აქტივები, რომლებიც მარტივად და სწრაფად შეიძლება გარდაიქმნას ფულად. იქიდან
გამომდინარე, რომ ფულის მასა ასახავს სხვადასხვა ლიკვიდურობის მქონე ფულს, იგი იყოფა რამდენიმე კატეგორიად, მაგალითად, M1, M2, M3 აგრეგატებად. M1 აგრეგატს ვიწრო ფულადაც მოიხსენიებენ ხოლმე. იგი მოიცავს მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას და ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ მოთხოვნამდე დეპოზიტებს (საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე). M2 აგრეგატი მოიცავს ვიწრო ფულის (M1) ყველა ელემენტს და ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ ვადიან და შემნახველ დეპოზიტებს (საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე). M3 აგრეგატი მოიცავს M2 აგრეგატს და უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებს (საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე). ამ აგრეგატს ფართო ფულსაც უწოდებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *