Net Present Value (NPV)
Net Present Value (NPV) − წმინდა დღევანდელი ღირებულება – მაჩვენებელი, რომელიც ითვალისწინებს ფულის დროში ღირებულებას და, დისკონტირების განაკვეთის გამოყენებით, ითვლის ყველა მომავალი ფულადი ნაკადის დღევანდელ ღირებულებას, შემდეგ კი აჯამებს მათ. აღნიშნული კოეფიციენტი ხშირად გამოიყენება ინვესტიციის მომგებიანობის შესაფასებლად, დადებითი წმინდა დღევანდელი ღირებულება მიუთითებს პროექტის მომგებიანობაზე, უარყოფითი კი – ზარალზე.