Price Indices (CPI/PPI)

Price Indices (CPI/PPI) − ფასების ინდექსები – მაჩვენებელი, რომელიც ზომავს საქონელსა და მომსახურებაზე ფასების დონის ცვლილებას გარკვეულ პერიოდში. ყველაზე ხშირად იყენებენ სამომხმარებლო ფასების ინდექსსა (სფი) და მწარმოებელთა ფასების ინდექსს (მფი). სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) ზომავს პერიოდიდან პერიოდამდე ფასის ცვლილებას სამომხმარებლო კალათაზე, რომელიც მოიცავს იმ საქონელსა თუ მომსახურებას, რომელსაც მოსახლეობა იყენებს პირადი მოხმარებისათვის. მწარმოებელთა ფასების ინდექსი
(მფი) ზომავს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ საკუთარ პროდუქციაზე დადგენილი ფასების დონის ცვლილებას იმავე პერიოდში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *