Purchasing Power Parity (PPP)

Purchasing Power Parity (PPP) − მსყიდველუნარიანობის პარიტეტი – ეკონომიკური თეორია, რომლის მიხედვითაც, ორი ვალუტა წონასწორობაშია, როდესაც პროდუქტის კალათის ფასი ორივე ქვეყანაში ერთნაირია, გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. მაგალითად, თუ საქართველოში პური ღირს 1 ლარი, თურქეთში კი – 0.80 ლირა, წონასწორობა მაშინ დამყარდება, როდესაც ლარის გაცვლითი კურსი, ლირასთან მიმართებით, იქნება 0.80 ლირა და გამოვა, რომ ორივე ქვეყანაში პურის ფასი ერთნაირი იქნება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის თეორია ხშირად გამოიყენება ქვეყნების ეკონომიკური პროდუქტიულობისა და ცხოვრების დონის შესადარებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *