Reinvestment Risk
Reinvestment Risk − რეინვესტირების რისკი – ალბათობა, რომ ინვესტორი ვერ შეძლებს ინვესტიციიდან მიღებული ფულადი ნაკადების რეინვესტირებას ინვესტიციის ამჟამინდელი უკუგების ტოლ ან უფრო მაღალ პროცენტში. მაგალითად, თუ ინვესტორი ფლობს ობლიგაციას, რომელიც, კუპონის სახით, ყოველწლიურად იხდის 100 ლარს და ინვესტორი მოელოდა, რომ მიღებული კუპონის რეინვესტირებით მიიღებდა 10%-ს, მაგრამ წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 8%-ამდე, ინვესტორი 100 ლარიანი კუპონის რეინვესტირებით მიიღებს 8%-იან უკუგებას, 10%-იანი უკუგების ნაცვლად.