Research and Development (R&D)
Research and Development (R&D) − კვლევა და განვითარება – პროცესი, რომლის დროსაც კომპანიები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას, რათა შექმნან ინოვაციური, ახალი, გაუმჯობესებული პროდუქტი. კვლევა და განვითარება კომპანიებს ეხმარება კონკურენციაში და მეტი შემოსავლის გენერირებაში. მაგალითად, ფარმაცევტულ კომპანიას სურს ახალი მედიკამენტის შექმნა, რომელიც განკურნავს კონკრეტულ დაავადებას. ამ მიზნით კომპანია განახორციელებს ინვესტიციას, რომელიც მოხმარდება ქიმიურ გამოკვლევებსა და სხვა მსგავს სამუშაოებს. შედეგად, შეიქმნება აღნიშნული მედიკამენტი და კომპანიის პროდუქტების პორტფელი გაფართოვდება.