Return on Assets (ROA)

Return on Assets (ROA) − უკუგება აქტივებზე – ფინანსური კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანად იყენებს ბიზნესსუბიექტი საკუთარ აქტივებს მოგების მისაღებად. უკუგება აქტივებზე გამოითვლება კომპანიის წმინდა მოგების შეფარდებით მის საშუალო აქტივებთან. რაც უფრო მაღალია აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი, მით უფრო ეფექტიანად იყენებს კომპანია საკუთარ აქტივებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *