Salvage Value
Salvage Value − სალიკვიდაციო ღირებულება – ფასი, რომლის მიღებასაც მოელის აქტივის მფლობელი კონკრეტული აქტივის გაყიდვიდან მას შემდეგ, რაც იგი ამოწურავს მომსახურების ვადას. როდესაც აქტივს ცვეთა სრულად აქვს დარიცხული, მისი საბალანსო ღირებულება სალიკვიდაციო ღირებულების ტოლია. აქტივის სალიკვიდაციო ღირებულებას დიდი ყურადღება ექცევა აქტივის ცვეთის პარამეტრების დაგეგმვისას.