Simple Interest
Simple Interest − მარტივი პროცენტი – სესხზე ან დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის მეთოდი, როდესაც ყოველი პერიოდის ბოლოს დარიცხული პროცენტი ერთნაირია და გამოითვლება ძირი თანხისა და პერიოდის საპროცენტო განაკვეთის ნამრავლით. მაგალითად, თუ სესხის ძირი თანხაა 5 000 ლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთია 5%, სესხზე დარიცხული პროცენტი თითოეულ პერიოდში იქნება 5 000*5%=250 ლარი.