Swap

Swap − სვოპი/გადაცვლა – ფინანსური კონტრაქტი, რომლის მხარეები შეთანხმების საფუძველზე ერთმანეთს უცვლიან მათი ფინანსური ინსტრუმენტიდან მისაღებ ან გადასახდელ ფულად ნაკადებს. ხშირად კონტრაქტის ერთი მხარის ფულადი ნაკადები ფიქსირებულია, ხოლო მეორე მხარის ფულადი ნაკადები კი დამოკიდებულია გარკვეულ ცვლად მონაცემზე. ასეთ შემთხვევაში სუბიექტი, რომელიც ფინანსური ინსტრუმენტიდან ელის ცვლად ფულად ნაკადებს, გადაცვლის უფლების გამოყენების შემდეგ დააზღვევს რისკებს და აირჩევს სტაბილურ შემოსავალს, ხოლო კონტრაქტის მეორე მხარე ცვლადი ფულადი ნაკადების არჩევით გაზრდის ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკს, თუმცა გაზრდის პოტენციურ უკუგებასაც. გადაცვლის ყველაზე გავრცელებული სახეებია: სავალუტო სვოპი, საპროცენტო განაკვეთის სვოპი, ინფლაციის სვოპი, კაპიტალის სვოპი, აქტივების სვოპი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *