Useful Life
Useful Life − ვარგისიანობის ვადა – წლების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია აქტივის გამოყენებით სარგებლის მიღება. აქტივის ვარგისიანობის ვადა გავლენას ახდენს ყოველპერიოდულად აქტივზე დარიცხული ცვეთის რაოდენობაზე. ვარგისიანობის ვადის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს აქტივის გამოყენების ინტენსივობა, მისი ასაკი, აქტივის სარემონტო პოლიტიკა და სხვა.