Variable Cost
Variable Cost − ცვლადი ხარჯი – საოპერაციო ხარჯი, რომელიც იცვლება ბიზნესის მიერ წარმოებული საქონლის ან მომსახურების რაოდენობის ცვლილებასთან ერთად. მაგალითად, პროდუქტის შეფუთვის ხარჯი, პროდუქტის თითოეული ერთეულის საწარმოებლად საჭირო მასალის ხარჯი და სხვა. როგორც წესი, ცვლადი ხარჯის მოცულობა იდენტურია ყოველი ნაწარმოები ერთეულისთვის. შესაბამისად, მის გამოსათვლელად იყენებენ შემდეგ ფორმულას:
ცვლადი ხარჯი=ცვლადი ხარჯი ერთეულზე*წარმოებული ერთეულების რაოდენობა
ფიქსირებული ხარჯისგან განსხვავებით, ცვლადი ხარჯები ნულამდე ეცემა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არაფერს აწარმოებს.