Weighted Average Cost of Capital (WACC)
Weighted Average Cost of Capital (WACC) − კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება – პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ასახავს, ალტერნატიული გზებით კაპიტალის მოსაზიდად კომპანიის მიერ გაწეულ საშუალო დანახარჯს. კაპიტალის მოზიდვის გზები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების გამოშვება, ობლიგაციის გამოშვება, გრძელვადიანი სესხის აღება და სხვა. ყველა ეს გზა სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთს უკავშირდება, შესაბამისად, საშუალო ღირებულების მისაღებად უნდა მოხდეს მათი საშუალო შეწონილის გამოთვლა, ანუ თითოეულის შესაბამის კოეფიციენტზე გამრავლება და შეკრება.